|
2016-10-13 12:07:24, 748 ნახვა
პოლიტიკა
ატამბაევი: ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ მოსკოვსა და ვაშინგტონში არ ვრეკავდით
ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას, ომი არ არის გამოსავალია, - ასეთი კომენტარი გააკეთა ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე კითხვის საპასუხოდ. როგორც ატამბაევმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. "ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. ომი არ არის გამოსავალი. ჩვენც გვქონდა პრობლემები, ორი რევოლუცია გამოირა ყირგიზეთმა 2005 და 2010 წლებში, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში. სამხედრო გზამ შესაძლოა, ჩიხური სიტუაცია გამოიწვიოს. ერთი მხარე არასდროს არ არის დამნაშავე. სიამაყეზე უნდა გვეთქვა უარი და არ უნდა მიგვეყვანა ამ სიტუაციამდე მდგომარეობა, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ, თუმცა ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)