|
2016-10-13 11:42:01, 725 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენები: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლას ადასტურებს
ამერიკელი კონგრესმენები დევიდ დუნკანი (კალიფორნია, რესპუბლიკური პარტია), და დევიდ შვაიკერტი (არიზონა, რესპუბლიკური პარტია) საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავენ და ერთხმად აღიარებენ, რომ ეს იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, რაც დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლას ადასტურებს. კონგრესმენ დევიდ დუნკანის თქმით, 2012 წლის შემდეგ, საქართველო უკვე მესამედ მართავს არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც, როგორც კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი აცხადებს, „საქართველოს ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტის სიცოცხლისუნარიანობასა და დემოკრატიულ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე მიუთითებს" . კონგრესმენები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლია, ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი და პარტნიორია რეგიონში და ის აშშ-ს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებს. კონგრესმენების განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)