|
2016-10-13 10:33:07, 676 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერლან აბდილდაევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერლან აბდილდაევს შეხვდა. შეხვედრა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ კონტექსტში. ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების აუცილებლობას. განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)