09:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 16:10:24, 783 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: სადეპუტატო რამდენიმე მანდატის გამო გადმოგდებულ ანკესს, იმედია არავინ ჩამოეკიდება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობას უცხადებს  და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა.

როგორც ნათელაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნები ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს და ე.წ. პარლამენტში არც ერთი პარტია არ უნდა შევიდეს:

„ოლიგარქმა ივანიშვილმა როგორც გვპირდებოდა,  თავზეხელაღებულად გააყალბა გუშინდელი საპარლამენტო არჩევნები, მოარგო თავის გემოვნებას პარლამენტი და აპირებს განუსაზღვრელი დროით ჩვენს მართვას. გამოსავალი ამ სიტუაცუიიდან კიდევ არსებობს, ჩაშლილად გამოცხადდეს ჩატარებული არჩევნები და გაიმართოს 2 თვის თავზე ხელახალი არჩვევნები. არ შევიდეს არც ერთი პარტია ამ ე.წ. პარლამენტში.სადეპუტატო რამდენიმე მანდატის გამო გადმოგდებულ ანკესს, იმედია არ ჩამოეკიდება არავინ და მისცემს საშუალებას ქვეყანას, რომ ოლიგარქის კლანჭებისგან გათავისუფლდეს“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics