08:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 10:17:34, 500 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი:

"ნაციონალური მოძრაობა" რბილად რომ ვთქვა, ბევრ ცუდ საქმეებშია  შემჩნეული და  სამწუხაროდ, მათ მიერ ჩადენილი უბედურებების  გამოძიება ვერ  დასრულდა",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "მაესტროს" ეთერში იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებსა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო პროვოკაციას ეხებოდა.

უსუფაშვილის შეფასებით, მუდამ "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებზე  საუბარი არასწორია და ხელისუფლება ვალდებულია, ყველაზე უკანასკნელ კრიმინალთან  ურთიერთობაშიც მართალი იყოს და კანონი არ დაარღვიოს.

"ბრალეულობა უნდა ვეძებოთ ყველგან, ამ შემთხვევაში ოპონენტები- "ნაციონალური მოძრაობა" რბილად რომ ვთქვა, შემჩნეულია ძალიან ცუდ საქმეებში, მაშინ როცა ხელისუფლებაში იყო და მათ მიერ ჩადენილი უბედურებების გამოძიება ვერ დასრულდა სამწუხაროდ 2 წელიწადნახევარია და ეს კიდევ მეორე უბედურებაა, რომ ვერ დავასრულეთ  ეს პროცესი და ვერ გაეცა ყველა კითხვას პასუხი, ანუ ისინი უბედურებების ჩამდენები რომ არიან, ამაზე ჩემი საუბარი არაა საჭირო და ისინი რომ არ შეცვლილან არც ამაზეა საუბარი საჭირო, მაგრამ გაუთავებლად მათ შეცდომებზე, მათი მხრიდან ჩადენილ უბედურებებზე საუბარი, ეს არის უბედურება.ხელისუფლება ვალდებულია,  ყველაზე უფრო კრიმინალთან ურთიერთობაშიც კი იყოს მართალი. მას არ უნდა ჰქონდეს არაფერი დარღვეული,  თუნდაც მეორე მხრიდან გიპირისპირდებოდეს ადამიანი, რომელსაც დედამიწის ზურგზე  ყველაფერი აქვს  დარღვეული",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics