08:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 02:57:03, 673 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ თვლის, რომ აჭარაში არჩევნები გაყალბდა

"პატრიოტთა ალიანსი" აჭარაში წინასწარ შედეგებს არ ეთანხმება და თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის შესახებ "ექსპრენიუსს" პარტიის საარჩევნო შტაბში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, ისინი დაელოდებიან პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებეს და იმოქმედებენ შესაბამისად.

ცნობისთვის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს.

კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 44.5%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27.7%-მა; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ – 6.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 6.3%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3.4%; „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ – 2.8%; „შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია“ – 2.3%; „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ – 1.8%; „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ – 1.6%; „ ეროვნული ფორუმი“ – 1.4%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ ამომრჩეველთა 1%-ზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics