|
2016-10-08 20:58:06, 716 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გამარჯვებულია
„დღევანდელი გამარჯვება არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ უდიდესი გამარჯვების, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი გამარჯვება არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო ძალიან საამაყო ქვეყანაა. „ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ნათელი და საამაყო მომავალი. დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი, არის თუ არა ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება; და რა თქმა უნდა ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მნიშვნელოვანი უპირატესობით. ეს არის უდიდესი გამარჯვება. მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ოფიციალურ მონაცემებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით „ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. გიორგი კვირიკაშვილმა, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. „ეს არის თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული. ყველას სახელით მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)