03:43 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 17:07:37, 649 ნახვა

პოლიტიკა
„გამჭვირვალობა“: ამ ეტაპზე 70 მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონიტორინგის შედეგებით ამ ეტაპზე 70 მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა. 

როგორც არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, ორგანიზაციას სულ 9 საჩივარი აქვს დაწერილი.
 
„ზუგდიდში მე-18 უბანზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ეს ის უბანია, რომელიც გვიან გაიხსნა და ვიტყოდი, რომ ამ უბანზე ბევრი პრობლემა არის. ასევე ზუგდიდში 31-ე უბანზე 12:00 საათზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა არ დაითვალეს და სადემონსტრაციო ოქმი არ შეავსეს. 

ასევე ლაგოდეხში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის განკუთვნილი ბიულეტენებით მიმდინარეობდა კენჭისყრა“, - აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, საგარეჯოს ოლქში 38-ე, 39-ე, 44-ე, 48-ე უბნებზე კენჭისყრაზე მნიშვნელოვანი დარღვევები მიმდინარეობდა. 

„საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ ძალიან დაბალი კვალიფიკაციით და ქართული ენის არ ცოდნით, რის გამოც შეიქმნა დაძაბულობა და მნიშვნელოვანი პრობლემები. 
გარდა ამისა, ნინო წმინდაში ოლქი 42-ე უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს წაართვა ბიულეტენი, შემოხაზა შესაბამისი ნომერი და ცდილობდა ყუთში ჩაგდებას. შემდგომ მან ეს ვერ მოახერხა“, - განაცხადეს არასამტავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
 
მათივე ცნობით, კიდევ ორი დარღვევა ქარელში 36-ე უბანზე და ასევე, ბათუმში მე-8 უბანზე დაფიქსირდა. 

​არსებული ინფორმაციით, ქარელში, ერთ-ერთ უბანზე კომისიამ მოქალაქეს მარკირების გარეშე ხმის მიცემის საშუალება მისცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics