03:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 15:17:53, 655 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვაზისუბანში 48-ე საარჩევნო უბანთან დამკვირვებლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ფიქსირდება, თუმცა ასეთი  ხარვეზები  საარჩევნო პროცესს ყოველთვის თან ახლავს.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა,  ხმის მიცემის პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ამასთან,  კობახიძის ინფორმაციით,  ვაზისუბნის 48-ე საარჩევნო უბანთან სამწუხარო ინციდენტი მოხდა:

„ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს საარჩევნო დამკვირვებლებს. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში, შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამართალდამცავ ორგანოებს ვთხოვთ, განახორციელონ მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ამგვარ ინციდენტზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე ამომრჩეველს მიმართა,  იაქტიურონ და საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics