|
2016-10-05 22:29:40, 747 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში
უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. როგორც "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს განვითარებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. „მინდა გამოვეხმაურო დღეს ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, რომელიც განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტადიაზე იმყოფება. მთლიანად ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს განვითარება იყოს შეუქცევადი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)