|
2016-10-05 18:02:52, 717 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ბულგარელ დიპლომატს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვა-კოზლევასთან შეხვედრა ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე საუბრით დაიწყო და დიპლომატს პაკეტის განხორციელების პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს და არსებული ურთიერთობის დეტალები განიხილეს. ამჟამად, ბულგარეთი და საქართველო ექსპერტების დონეზე ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის, ადამიანური რესურსების მართვის, შესყიდვების, ინგლისური ენის სასწავლო კურსებისა და სხვა მიმართულებებში თანამშრომლობენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ბულგარელი სამხედროებისთვის ზაფხულისა და ზამთრის სამთო კურსების გავლა შესთავაზა. ლევან იზორიამ დიპლომატს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში ჩართულობა სთხოვა. მომავალი წლიდან ბულგარეთის დიპლომატიური მისია საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩო ხდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი სახის მაღალი დონის ვიზიტი ნატოსთან გაძლიერებული თანამშრომლობის მანიშნებელია. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დარინ იანჩევი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)