|
2016-10-04 12:49:12, 777 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე ფაიჩს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსებ ნოლტე დაესწრნენ. ლევან იზორიამ სტუმრებს გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გერმანულმა მხარემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის უწყებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. საუბარი შეეხო აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარებაში გერმანიის მხარდაჭერის, ასევე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივად მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)