|
2016-10-03 13:33:33, 670 ნახვა
პოლიტიკა
შოთა ხაბარელი ორხევის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ორხევის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა. შოთა ხაბარელმა შეკრებილ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. „ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ შეხვედრებს. ნებისმიერი შეხვედრა მოსახლეობასთან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა კიდევ ერთხელ ყურადღება გავამახვილო 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ყველას კარგათ გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობში ჩვენს ქვეყანაში, როგორი ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, ჩვენ ყველამ ერთად, მშვიდობიანი გზით მოვახერხეთ და შევცვალეთ წინა ხელისუფლება, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. დარწმუნებული ვარ, აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, როცა ძალადობდნენ მოქალაქეებზე, იმიტომ რომ დღეს ჩვენი საზოგადოება ერთიანია, უთხრათ არა იმ წარსულს, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ თავისუფლად მივიდეთ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დავაფიქსიროთ“,-განაცხადა შოთა ხაბარელმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი სახეები, მათ შორის სპორტსმენები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)