|
2015-03-15 18:03:45, 574 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება, სამართლებრივი სივრციდან გავიდეს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა დამნაშავეები გამოვლინდნენ და დაისაჯონ. „„ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. ცნობისთვის, ანი ნადარეიშვილმა დღეს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ზუგდიდში მის ოფისში ზუგდიდის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები შეიჭრნენ. ნადარეიშვილის თქმით, დამსხვრეულია შუშები და ნაცემი არიან თანამშრომლები. ნადარეიშვილმა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთ წევრსა და მას შორის გამართული დიალოგის შინაარსიც გაახმაურა: "ბოლო გაფართხალება სკამების გადასარჩენად! როგორც კი მოვარდნენ ჩავედი მათთან, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები იყვნენ, როგორც ჩავედი ერთ-ერათი ყველაზე აგრესიული საკრებულოს წევრი გოგა ღადუა მომვარდა და ვკითხე ჩემს ოფისში რა გინდათ, აგერ ვარ და გისმენთთქო, ბოლო ხმაზე მიყვიროდა - 21 მარტს რატომ მიგყავთ ხალხი თბილისშიო. პ.ს. ძალიან შეშინებულები არიან, ძალიააააან! 21 მარტს მთელი საქართველო გამოვა, ბოლო დღეებს ითვლიან!",-წერს ანი ნადარეიშვილი. მანამდე კი, ნადარეიშვილი წერდა, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ. "ამ წუთებში ზუგდიდში ისევ და ისევ საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ ოფისი ცარიელია, კვირაა და იციან, რომ დღეს შტაბი დაკეტილია. და რაც ყველაზე მთავარია ისევ სკოლის მოსწავლეები მიიყვანეს აქაც. აღარავინ არ ყავს ქართულ ოცნებას სამეგრელოში",-დაწერა ანი ნადარეიშვილმა "ფაისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)