10:37 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 12:46:50, 689 ნახვა

პოლიტიკა
კახიშვილი ავთენტურობის დადგენამდე, ფარული ჩანაწერის შინაარსის პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი სავარაუდოდ,  მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის  საუბრის შინაარსთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან  თავს იკავებს.

როგორც კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მიერ დასადგენია ჩანაწერის ავთენტურობა, მანამდე კი, ჩანაწერს პოლიტიკურად  ვერ შეაფასებს: 

"ზოგადად, ასეთი ტიპის საქმეებზე პირველი რაც კეთდება, ინიშნება ექსპერტიზა მონტაჟის კვალთან დაკავშირებით, ასევე  ავთენტურობასთან დაკავშირებით. რამდენადაც ვიცი, გამოძიებამ ექსპერტიზები დანიშნა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან ექსპერტიზის პასუხი არის ერთ-ერთ საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების  მიმართულების მიცემის. საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაუშაულის ნიშნები, მაგერამ აუცილებლია ექსპერტიზის პასუხებს დაველოდოთ",-აღნიშნა კახი კახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics