14:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 14:51:51, 2064 ნახვა

სამხედრო
მინდია ჯანელიძე: ქართველი კურსანტების დაღუპვა, ჩვენი ჯარისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია

„სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა ჩვენი ჯარისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ქართველი კურსანტების საპატივსაცემოდ მიმდინარე პანაშვიდზე იმყოფებოდა. 

ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროს სახელით, გარდაცვლილების  ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

„ეს არის უზომო ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის უდიდესი დანაკარგი. ეს ბიჭები იყვნენ გამორჩეულები  კურსანტები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ახალგაზრდა ოფიცრებს, კურსანტებს, კადეტებს კარგი განათლება მივცეთ, რათა მათ ქართული ჯარის მშენებლობა  და ხარისხობრივად ქართული ჯარის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა გააგრძელონ. აქედან გამომდინარე, ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი ჩვენი ჯარისთვის, ჩვენი სისტემისთვის. თავდაცვის სამინისტრო გლოვობს.  მთელი სამინისტროს სახელით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილების ოჯახებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დაღუპულ კურსანტებს სათანადო პატივი მივაგოთ“,– აღნიშნა ჯანელიძემ.

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  ნიუ-ჯერსიში  დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics