2016-09-15 23:03:22, 1325 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძე: გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს მოქალაქეების პირად სივრცეში ჩარევა
საქართველოში გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს მოქალაქეების პირად სივრცეში ჩარევა, ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში, ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მსგავსი ჩარევის შემთხვევების გამოძიებას.
"სამწუხაროა, რომ საქართველოში გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს მოქალაქეების პირად სივრცეში ჩარევის შემთხვევები და იმ ინფორმაციის გამომზეურება, რომელიც მიეკუთვნება ორი კერძო პირის საუბარს... საქართველოს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მსგავსი ჩარევის შემთხვევების გამოძიებას", - განაცხადა ანა დოლიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან