11:30 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 13:51:51, 1858 ნახვა

მსოფლიო
აფეთქებების სერია სირიაში - გარდაიცვალა 20, დაშავდა 45-ზე მეტი ადამიანი

სირიის მსხვილ ქალაქებში აფეთქებების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ორი აფეთქება ქალაქ ტარტუსში მოხდა, სადაც რუსული ავიაბაზა მდებარეობს. თავდაპირველად, არზუნის ხიდთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. როდესაც დაშვებულების დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ხალხი შეიკრიბა, თვითმკვლელმა ტერორისტმა მეორე აფეთქება განახორციელა. 

სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

როგორც BBC წერს, მესამე აფეთქება დამასკოს დასავლეთ ნაწილში მოხდა. კიდევ ერთი დანაღმული მანქანა კი ჰომსში აფეთქდა, რასაც 2 სამხედრო ემსხვერპლა.

გარდა ამისა, სააგენტო Associated Press-ის ცნობით, აფეთქება მოხდა ქალაქ ელ-ჰასაკაში, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" მონაცემებით, თავდასხმა განხორციელდა  ასევე ქალაქ ელ-ქამიშლიში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics