14:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 19:25:40, 2040 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ორგანიზაცია ,,იდენტობის,, წევრებისა და ყოფილი ხელმძღვანელის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით,  საშობაო ეპისტოლეს შეფასებასა  და "იდენტობის" ოფისთან ხვალ  დაგეგმილ აქციას ეხმაურება.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია ,,იდენტობის,, წევრებმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა  სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს  აზრი დაამახინჯეს,  რითაც მორწმუნეთა დიდი აღშფოთება გამოიწვიეს.  

გარდა ამისა, საპატრიარქო "იდენტობის" ოფისთან ხვალ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს თხოვნით მიმართავს, შობის დღეებში სიმშვიდე შეინარჩუნონ და ღონისძიების ჩატარებისგან თავი შეიკავონ.

"გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ჩვენ მას ვაღიარებთ. მაგრამ აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს თავისუფლება არავის მიერ და, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და  ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევისათვის.
 ცნობილი გახდა ასევე, რომ  ხვალ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეთა ჯგუფი აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას ორგანიზაცია  ,,იდენტობის,, ოფისთან. 
 გვინდა ყველას მადლობა გადვუხადოთ მხარდაჭერისა და მორწმუნეთა თანადგომისათვის.  მაგრამ შეგახსენებთ, რომ შობის დღეები სიმშვიდისა და სიყვარულის დღეებია. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მავანთა პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნაა.  ვაცნობიერებთ რა ამ საშიშროებას, თხოვნით მივმართავთ ორგანიზატორებს, თავი შეიკავონ   ღონისძიების ჩატარებისგან.კიდევ ერთხელ  ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისა და კეთილგონირებისაკენ",-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics