14:29 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 18:15:27, 2116 ნახვა

საზოგადოება
თბილისის პარლამენტში ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

თბილისის პარლამენტის სასახლის მთავარი ჭიშკარი დღეს ბავშვებისთვის გაიხსნა. საქართველოს პარლამენტში ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საახალწლო წვეულებას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უმასპინძლა.
“დღეს პარლამენტი მასპინძლობს ბავშვებს, ყველა ბავშვს, ბავშვთა სახლებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, პარლამენტის თანამშრომლების შვილებს, ქუჩიდან შემოსულ ადამიანებს, დღეს პარლამენტი არის ღია და არის ბავშვების. ეს არის, გარკვეულწილად, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომავალი წლიდან ჩვენ პარლამენტის შენობა, ეს ტერიტორია, უფრო ხანგრძლივი ვადით დავუთმოთ ბავშვებს და მოქალაქეებს, რათა ერთად ვიზეიმოთ და პარლამენტში არა მხოლოდ კანონები მივიღოთ, არამედ კარგი, სასიხარულო და საზეიმო ღონისძიებებიც გავმართოთ ხოლმე. კიდევ ერთხელ, ყველას, გილოცავთ ახალ წელს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებაზე მოწვეული ბავშვების გართობაზე თოვლის ბაბუებმა, ბასტი-ბუბუმ, ილუზიონისტებმა, ჟონგლიორებმა და ზღაპრის გმირებმ იზრუნეს.
საახალწლო წვეულებას პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები შვილებთან ერთად ესწრებიან.
ღონისძიება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, 17:00 საათამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics