07:02 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 11:16:56, 1760 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია

თურქეთმა დიპლომატიური სკანდალის გამო ავსტრიიდან ელჩი გაიწვია, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ელჩი ანკარაში კონსულტაციებისათვის და ვენასთან ურთიერთობების გადასახედად გაიწვიეს.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩი დაიბარეს ვენაში გამართული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მხარდამჭერი მიტინგის გამო. აღნიშნულ ორგანიზაციას თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულად მიიჩნევენ. 

ავსტრიის დედაქალაქში გამართული მიტინგის შესახებ ინფორმაციას თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს. მისი ცნობით, აქცია 20 აგვისტოს გაიმართა. მასში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

გამოცემა Wiener Zeitung-ის ცნობით, ქურთების მიტინგი ვენის ცენტრში გაიმართა. დემონსტრანტები თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ლიდერის აბდულა ოჯალანის იზოლაციას აპროტესტებდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ გამართული ანალოგიური მიტინგი თურქებთან შეტაკებით დასრულდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics