|
2016-08-19 10:19:10, 1277 ნახვა
ეკონომიკა
ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინზე ხტომის ოლიმპიური სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება
საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ჰოფერი იმყოფება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ვალტერ ჰოფერმა ბაკურიანის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ტრამპლინზე ხტომის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. საქართველოში ამ მიმართულების განვითარებაზე ვალტერ ჰოფერმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზეცისაუბრა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და ამავე ფედერაციის წარმომადგენელი ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდნენ. „ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ საერთაშორისოსათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი იმყოფება საქართველოში. მან დაათვალიერა ბაკურიანი და ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ რაც შეიძლება სწორ ადგილას განლაგდეს ის ინფრასტრუქტურა, რომლის აშენებაც გვაქვს დაგეგმილი ოლიმპიური სტანდარტების მიხედვით.ვალტერ ჰოფერისგან მივიღეთ გარკვეული რჩევები, გვქონდა საქმიანი შეხვედრები და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გამოგვადგება სათხილამურო სპორტის ტრამპლინზე ხტომის მიმართულების განვითარებისთვის“ - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. ვალტერ ჰოფერის შეფასებით, ბაკურიანი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის მოყვარულთათვის მთელს მსოფლიოშიცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია. „მოხარული ვარ, რომ ბაკურიანის დათვალიერების შესაძლებლობა მომეცა. ბაკურიანი ის სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც კარგადაა ცნობილი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის მოყვარულთათვის მთელს მსოფლიოში. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ლეგენდარული კობა წაქაძე ცხოვრობს და მე მისი გაცნობის შესაძლებლობაც მომეცა. ჩვენ დავათვალიერეთ არსებული ტრამპლინი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ვესაუბრებით მთავრობას მისი განახლება-რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ 3-5 წლის საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ აქ უკვე გავმართავთ საერთაშორისო შეჯიბრებებს ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში“ - აღნიშნა ჰოფერმა. საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ჰოფერისაქართველოს სათხილამურო ფედერაციის მოწვევით ჩამოვიდა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)