|
2016-07-28 14:59:58, 1139 ნახვა
ეკონომიკა
შანხაის მერმა ჩინურ ბიზნესს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდა
საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ქალაქ შანხაის მერმა იანგ სიონგმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ იანგ სიონგმა შანხაის ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. შანხაის მერის განცხადებით, ეს იქნება ახალი გვერდი საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა შანხაიში დაფუძნებული ყველაზე მსხვილი ბიზნესჰოლდინგის CEFC China Energy-ის პრეზიდენტი ჩან ჩაუტო, რომელმაც დადებითად შეაფასა 26–27 ივლისს გამართული საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმის შედეგები და აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში 200–ზე მეტმა ჩინურმა კომპანიამ ქართველ პოტენციურ პარტნიორებთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მიაღწია. მისი თქმით, ფორუმმა აჩვენა ორივე ქვეყნის კერძო სექტორის მზაობა თანამშრომლობისკენ. „ფორუმმა ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებას, სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების წახალისებას, რაც გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებისაგან. ჩვენი კომპანია იზიარებს აბრეშუმის გზის–ახალი ეკონომიკური სარტყელის ინიციატივას და მოწოდებულია, ითანამშრომლოს და ინვესტიციები განახორციელოს მის მონაწილე სახელმწიფოებში“- განაცხადაCEFC China Energy-ის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჰოლდინგი შანხაის უმსხვილეს კერძო კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესრეიტინგის Global Fortune 500–ის113–ე ადგილი უკავია. ჩინური მხარის შეფასებით, საქართველოს მთავრობა პრაგმატულდა ეფექტურეკონომიკურ პოლიტიკასაწარმოებს,რაც იმის წინაპირობაა, რომუფრო მეტი ჩინური კომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ქალაქ შანხაის მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ჩინეთის ეკონომიკურ–ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. (NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)