01:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 17:52:44, 1156 ნახვა

ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება არასწორი და სარისკოა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ჯანსაღ, ვალუტის შემომტან ეკონომიკას შეუძლია და არა ეროვნულ ბანკს თავისი მწირი ინსტრუმენტების მანიპულირებით.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება, რომ მთავარი პრობლემა არის ეკონომიკის დოლარიზაცია და მას უნდა ებრძოლოს მთავრობა და ეროვნული ბანკი, არის არასწორი და სარისკო. ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ჯანსაღ, ვალუტის შემომტან ეკონომიკას შეუძლია და არა ეროვნულ ბანკს თავისი მწირი ინსტრუმენტების მანიპულირებით. 
ამოცანა დედოლარიზაცია კი არ არის, არამედ უცხოური ვალუტის ”შემოტანიზაცია”“, - წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, გაზეთ „რეზონანსთან“ იინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics