|
2016-07-20 10:42:25, 1085 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
თურქეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ეკონომიკის მინისტრს, ნიჰათ ზეიბექჩის შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ღრმა მწუხარება გამოხატა თურქეთში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების გამო და საქართველოს მთავრობის სახელით, მიუსამძიმრა გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი განცხადებით, ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის. მისი თქმით, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ თურქეთი უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმოადგენს საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. 2015 წლის სავაჭრო ბრუნვამ 1 517 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა 23%-ით. საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი, საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს, რითაც კვლავაც დასტურდება წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის დამკვიდრებული სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის ზრდის ტენდენცია. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც უკვე დღეს თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს და აუცილებელია მისი განახლება. როგორც აღინიშნა, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თურქეთის მხრიდან განხილულ იქნას ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა: თაფლი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, ხორცი, ყურძენი, ჩირი, ჩაი, ხილის წვენები, ბოსტნეული და ა.შ. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას თურქეთის ბაზარზე. „შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ რეალურად გავხსნით ორმხრივ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, რომ იმ პროდუქციას, რომელსაც დღეს აქვს ძალიან მაღალი საბაჟო გადასახადი თურქეთში, ასეთია, მაგალითად, ხორცი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, თურქეთის ბაზარზე შევიტანთ ტარიფის გარეშე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ოფიციალური შეფასებით, საუბარია 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოტენციალზე. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ექსპორტი თურქეთში დაახლოებით 189 მილიონი აშშ დოლარია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შემდეგ კი ექსპორტი 200 მილიონით გაიზრდება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებასა და მის განუყოფელ ნაწილზე, შეთანხმებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA). აღინიშნა, რომ ეს შეთანხმების საქართველოს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის თურქული ბიზნესისათვის. პირველი ვიცე–პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, თურქული ნედლეულის საქართველოში გადამუშავების შედეგად, შესაბამის სქემით დამზადებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე დაბეგვრის გარეშე შევა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული სქემა, იგივე დიაგონალური კუმულაცია საქართველოს მისცემს საშუალებას, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდეს ახალი დარგები.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)