21:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 17:32:30, 1013 ნახვა

ეკონომიკა
ტურისტულ მარშრუტებზე მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით გადადგმულმა  ბევრმა  მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში განაპირობა ტურისტული ნაკადების მკვეთრი ზრდა. ტურისტულ მარშრუტებზე გაჩნდა საფუძველი განვითარდეს გასაჩერებელი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

ამ მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თელავის, ყაზბეგის, გუდაურის, ამბროლაურის და ახალციხის მიმართულებით არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე გასაჩერებელი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

პროექტის მიხედვით, გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით ინვესტორს 15 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა უძრავი ქონება. სააგენტო ჯამში ინტერესთა გამოხატვას 5 სხვადასხვა პროექტზე აცხადებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სააგენტოს ვებ–გვერდს: www.nasp.gov.ge  

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics