15:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 13:05:42, 1329 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთში განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციას უკვე 3 მილიონამდე ადამიანმა მოაწერა ხელი

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციას უკვე 3 მილიონამდე ადამიანმა ხელი მოაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პეტიციის ავტორის უილიამ ოლივერ ჰილის მტკიცებით, ისტორიული გადაწყვეტილების მიღების დროს მოსახლეობის აქტივობა 75%-ს უნდა აღემატებოდეს.

პეტიცია, რომლის ხელმოწერა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, 24 ივნისს გამოქვეყნდა. გამოქვეყნებიდან 12 საათში დოკუმენტს 555 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

გარდა ამისა, 100 ათასზე მეტი ხელმოწერა დააგროვა პეტიციამ, რომელიც დიდი ბრიტანეთისგან ლონდონის გამოყოფას ითხოვს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 23 ივნისის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პეტიცია, რომელიც 100 ათასზე მეტ ხელმოწერას დააგროვებს.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 51,9 პროცენტმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში ევროსკეპტიკოსების გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics