2016-06-04 10:44:53, 1044 ნახვა
სამართალი
სამართლდამცველებმა ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთეს
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თორნიკე მ. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ უბანში ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდა.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი, ხელთათმანი, საოჯახო დანა და სანადირო თოფის 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ყაჩაღობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან