|
2016-06-03 15:58:19, 904 ნახვა
სამართალი
საია მოსამართლე გუჯაბიძეზე: აღნიშნული ქმედება, დადასტურების შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომაა
საია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 1 ივნისს გავრცელდა განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის თაობაზე, რომლის თანახმადაც, მას საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნაზღაურდებოდა, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლე ბინას საკუთარი ოჯახის წევრისაგან ქირაობდა. "მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება, დადასტურების შემთხვევაში, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, კერძოდ მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას; ამასთან, ეს ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ზემოაღნიშნული ფაქტი და მასთან დაკავშირებით გაკეთებული იუსტიციის საბჭოს განმარტება, რომელმაც სათანადოდ ვერ გააბათილა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, სასამართლოს რეპუტაციას, მის მიმართ საზოგადოების ნდობას საფრთხეს უქმნის და ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მიმდინარე დავის მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად განხილვის შესაძლებლობას. შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამომწურავად და სრულყოფილად გასცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. ამასთან, კანონით დადგენილი წესით, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით; ასევე, შესწავლის საგანი უნდა გახდეს, რამდენად ადეკვატური და კანონთან შესაბამისი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე განხორციელებული რეაგირება. ამასთან, „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა არ უნდა გაგრძელდეს იმ სასამართლო შემადგენლობის მიერ, რომლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ კითხვები არსებობს. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ აღძრავს ეჭვებს სასამართლო ადმინისტრირების სისტემაში მანკიერი პრაქტიკის არსებობის თაობაზე, მათ შორის, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით. ერთი მხრივ, იუსტიციის საბჭოს მხრიდან არასათანადო რეაგირება შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე, მეორე მხრივ, შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობა შესაბამისი ორგანოებისათვის - საქმის გამოუძიებლად დატოვება განუსაზღვრელი ვადით მაგრამ იმ პირობებში, როცა ნებისმიერ დროს შესაძლებელია საქმეზე დაიწყოს გამოძიება - მოსამართლეს აქცევს მოწყვლადად როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებისთვის და საფრთხეს უქმნის მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას. მსგავსი შემთხვევები სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც კონკრეტული მოსამართლის, ისე მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლო ადმინისტრირების მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმის გატარების აუცილებლობას", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)