|
2016-06-02 18:03:21, 1041 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანმა გლობალურ კონფერენციაზე საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვენაში გამართულ გლობალურ კონფერენციაში − „ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯისა და ძალადობის წინააღმდეგ“ - მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა მეორე გლობალური კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ბავშვთა უფლებების დასაცავად ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასა და თანმდევ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ოჯახსა და მის გარეთ ბავშვზე ძალადობის ფაქტებს აღკვეთს. გარდა ამისა, მინისტრმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასაცავად იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რეგისტრაციისა და სახელმწიფო სერვისების მიღების პრობლემას მოაგვარებს და, ასევე, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს. თეა წულუკიანმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სკოლაში რეფერირების მექანიზმსა და საქართველოში ცოტა ხნის წინ მიღებულ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე“, რომელიც თვისობრივად ცვლის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფოს მიდგომას და მას გაცილებით ლიბერალურს ხდის. „საქართველოს მთავრობამ ბავშვებისა და არასრულწლოვნების ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონისძიებები გაატარა. ამ კონფერენციას ერთი და ძლიერი მიზანი აქვს −სახელმწიფომ არ დაუშვას ოჯახსა თუ სკოლაში ბავშვზე ფიზიკური ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა როგორც აღზრდის მეთოდი. ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს მსჯელობა იუსტიციის მინისტრებს, ექსპერტებსა თუ სხვა მაღალი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, როგორ გავაუმჯობესოთ ყველა ტიპის კანონი იმისათვის, რომ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან; იმისათვის, რომ არც ქუჩაში, არც ოჯახში, არც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მეორე გლობალური კონფერენცია „ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯისა და ძალადობის წინააღმდეგ“ ვენაში 1 ივნისს გაიხსნა და ის, როგორც 2014 წელს შვედეთში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონფერენცია შვედეთის დედოფალმა გახსნა. ღონისძიებას 70 ქვეყნის 20-მდე იუსტიციის მინისტრი, ექსპერტები და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებიან, რომლებიც მთელ მსოფლიოში ბავშვთა უფლებების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხვალ ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება; დღეს კი თეა წულუკიანი საქართველოს საელჩოში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ეძღვნება. იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში 3 ივნისს დასრულდება.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)