2016-05-13 12:30:18, 4200 ნახვა
კულტურა
საქართველო ევროვიზიის ფინალშია
2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ. ისინი რიგით მეორე ნომრად მოხვდნენ ფინალში.
ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz, 12 მაისს, ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. საქართველო საუკეთესო ათეულშია.
მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია:
1. ლატვია
2. საქართველო
3. ბულგარეთი
4. ავსტრალია
5. უკრაინა
6. სერბეთი
7. პოლონეთი
8. ისრაელი
9. ლიტვა
10. ბელგია
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და ე. წ. დიდი ხუთეულის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩა.
ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 14 მაისს ჩატარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან