15:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 09:57:07, 496 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფოთა ლიდერებმა კიევში არაფორმალური ერთობლივი შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, „ღირსების მარშის“ დასრულების შემდეგ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა საუბრისას უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. პეტრო პოროშენკომ კოლეგებს მინსკის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებები და მას შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გააცნო. 

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისათვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ქმედება, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის  "მოკავშირეობისა და თანამშრომლობის“ ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა.  სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპელ ლიდერებს ქვეყნის  ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics