09:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 16:34:38, 3451 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ჩიტიშვილი: პოლიტიკურ ბრძოლაში წელს ქვევით დარტყმა მივიღეთ, თუმცა საპასუხო დარტყმასაც მიიღებენ

"პოლიტიკურ ბრძოლაში წელს ქვევით დარტყმა მივიღეთ, რადგან ჩვენებმა გვიღალატეს, თუმცა  საპასუხო დარტყმასაც მიიღებენ",-ამის შესახებ  აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის  ყოფილმა ხელმძღვანელ ალექსანდრე ჩიტიშვილმა კოალიქცია "ქართული ცონების" ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

"პრემიერთან ყოველთვის  გვაქვს ხოლმე დაგეგმილი შეხვედრები.  ეს არის სამუშაო შეხვედრა. აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენებიც განიხილება. ეს არის პოლიტიკური  ბრძოლა, დემოკრატიის ნიშნებია.  ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურ ბრძოლაში დარტყმა, მაგრამ ეს იყო დარტყმა წელს ქვევით, რადგან ჩვენებმა გვიღალატეს. მიიღებენ საპასუხო დარტყმასაც",-განაცხადა ალექსანდრე ჩიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, დავით ბაციკაძე გადააყენა.
მის თანამდებობიდან გადადგომას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.
 პოსტი დაატოვებინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელ ალექსანდრე ჩიტიშვილსაც.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა  "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს არ მიუღიათ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, ბაციკაძისა და ჩიტიშვილის გადაყენებას მხარი კოალიციის ორმა დეპუტატმა- ჯემალ ფუტკარაძემ და სვეტლანა კუდბამაც დაუჭირა.

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics