11:21 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 17:14:19, 934 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები ესტუმრნენ

ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცენტრის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი თენგიზ ციხისთავი სტუმრებს სასწავლო ცენტრის ისტორიის, დანიშნულების, სტრუქტურისა და არსებული კურსების შესახებ ესაუბრა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები.

შეხვედრის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. სტუდენტები სიმულაციური სროლის კლასსაც ეწვივნენ და M4 ტიპის სასწავლო იარაღიდან გაისროლეს.

ნატოს კვირეული 4 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ესტუმრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics