22:52 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 16:18:15, 1129 ნახვა

კომენტარი
გედევან ფოფხაძე: არ შეიძლება ქვეყანამ წინასაარჩევნო რეჟიმში უსასრულოდ იცხოვროს

„კანონიდან გამომდინარე, შეზღუდვები უნდა იყოს, როდესაც წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ, მაგრამ წინასაარჩევნო რეჟიმში არ შეიძლება ქვეყანამ უსასრულოდ და ძალიან ხანგრძლივი დორის მანძილზე იცხოვროს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ის ვადა, როდესაც ჩვენ გვეცოდინება, რომ არის განკუთვნილი წინასაარჩევნო რეჟიმისთვის, სწორედ იმ ვადით უნდა ვიყოთ ჩვენ შეზღუდულები, ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით, სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩავაგდებთ ადმინისტრაციებს იმ მდგომარეობაში, რომ მიმდინარე პრობლემებს ვერ გადაწყვეტენ”,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics