06:08 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-06 16:20:43, 3479 ნახვა

სამართალი
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს

რუსეთის მოქალაქე ტატიანა კურაშკევიჩი, რომელსაც აშშ სანქციებისგან თავის არიდებასა და ფინანსურ დანაშაულებში ადანაშაულებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) დახმარებით ჩაატარეს. მას ბრალი ედება დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებაში, დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებაში.

რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის, ევა მერკაჩოვას თქმით, საქართველოს სასამართლომ კურაშკევიჩს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. იგი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეს ბრალი ედება ეკონომიკურ დანაშაულებში, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში. აშშ მის ექსტრადიციას ითხოვს.

დაკავება ინტერპოლის ორდერისა და FBI-ის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ჟურნალისტები იუწყებიან, რომ საქმე შესაძლოა ავიაციის ინდუსტრიისთვის კომპონენტების ექსპორტ-იმპორტს უკავშირდებოდეს.

აღნიშნულია, რომ კურაშკევიჩი საქართველოში ტურისტად ჩამოვიდა და ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რუსი ქალის შეერთებულ შტატებში შესაძლო ექსტრადიციის საკითხი შემდგომი სამართლებრივი პროცედურების დროს გადაწყდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics