11:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-04 18:09:38, 5000 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთში „3+3“ ფორმატის ექსპერტთა შეხვედრა დაანონსდა, საქართველოს პოზიცია უცნობია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს „3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ ექსპერტთა შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) ფარგლებში გაიმართება.

ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა X-ანგარიშმა გაავრცელა.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „3+3“ ფორმატი მოიცავს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, ასევე რუსეთს, ირანსა და თურქეთს.

ტვიტის ტექსტი ქართულად ასე ითარგმნება:

„ზახაროვა: 5 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ ექსპერტთა შეხვედრაში - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი - SPIEF-ის ფარგლებში“, - წერია განცხადებაში.

ამ ეტაპზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას აღნიშნულ შეხვედრაში. პოსტში საქართველო მოხსენიებულია, როგორც „3+3“ ფორმატის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა, თუმცა კონკრეტული დელეგაციების შემადგენლობა ან მონაწილეთა საბოლოო სია არ არის გამოქვეყნებული.

საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით, „ფორმულამ“ შეკითხვით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს. კერძოდ, რედაქცია დაინტერესდა, იგეგმება თუ არა საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა „3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის აღნიშნულ შეხვედრაში. უწყებისგან პასუხი ამ დროისთვის მიღებული არ არის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics