09:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-04 17:08:46, 2502 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ყველა ქვეყანა უჭერს მხარს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას

უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ახალი ეტაპი იწყება -  გაერთიანების ყველა წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა იულია სვირიდენკომ 2026 წლის 4 ივნისს განაცხადა.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა დაადასტურა კიევთან შეთანხმების მიღწევა, რის საფუძველზეც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებიდან გაწევრიანების მომდევნო ეტაპის დაწყების შესახებ. 

გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება ხსნის გზას უკრაინის ევროინტეგრაციისთვის. კოსის განცხადებით, მოვლენების მიმდინარეობა საშუალებას იძლევა, ევროკავშირის ელჩების დონეზე დაიწყოს დისკუსიები ფორმალური პროცესის წარმართვის თაობაზე. ორმხრივი ურთიერთობების გამოსწორებას დადებითი შეფასება მისცეს უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანიტა ორბანმა და ანდრიი სიბიჰამ.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, გაფართოების 6 კლასტერიდან პირველის გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის ოფიციალურად განსაზღვრული არაა. თუმცა, როგორც ევროპელმა დიპლომატებმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადეს, მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება 15 ივნისიდან, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად. ივნისის შუა რიცხვებიდან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა ასევე იგეგმება მოლდოვასთან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics