09:28 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-29 14:01:25, 2079 ნახვა

სამართალი
ექიმი: მდგომარეობა სტაბილურია, მონიტორინგისთვის დაყოვნდა ნევროლოგიურ განყოფილებაში

პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მდგომარეობა სტაბილურია და თუ ასე გაგრძელდა, არ დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისათვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე.

“პაციენტი შემოყვანილია ჩვენს კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ჩვენთვის ანამნეზი ცნობილია. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად, კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე, ყველა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია. შემდგომი მონიტორინგისათვის, დინამიკაში დაკვირვებისთვის, დაყოვნდა პაციენტი ნევროლოგიურ განყოფილებაში. თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, არ დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისათვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე", - თქვა ლევან რატიანმა.

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ფორმულასთან მისი ძმა გიგლა ლოცულაშვილი ამბობს, რომ პაპუნა კლინიკაში თავბრუსხვევით გადაიყვანეს და მან ორჯერ დაკარგა გონება. 

გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა.

ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მოქალაქე, რომელზეც პოლიციელებმა იძალადეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. 

ამის შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics