2026-05-03 18:38:44, 5973 ნახვა
მსოფლიო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
ჩვენ გვახსოვს ჟურნალისტები და რეპორტიორები, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლი გახდნენ“ - განაცხადა რომის პაპმა ლეონ XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ
"დღეს ჩვენ UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით. ჩვენ გვახსოვს ჟურნალისტები და რეპორტიორები, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლი გახდნენ“ - განაცხადა რომის პაპმა ლეონ XIV-მ.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება. მისი მიზანია პრესის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, მსოფლიოში მედიის მდგომარეობის შეფასება და იმ ჟურნალისტების ხსოვნის პატივგება, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სიცოცხლე დაკარგეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,