|
2026-05-03 11:03:19, 3241 ნახვა
სამართალი
თბილისში 14 წლის მოზარდმა 30-ჯერ გაიტაცა ავტომობილი, იგი დააკავეს
ავტომობილის გატაცების ფაქტზე თბილისში 14 წლის მოზარდი დააკავეს - არასრულწლოვანი წარსულში მანქანის გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2012 წელს დაბადებული მოზარდი, წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისასა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."| წერს შსს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)