00:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 15:17:17, 4367 ნახვა

პოლიტიკა
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა

რუსული Telegram-არხი Faridaily ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 18 აპრილს რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, დენის ბუცაევი რუსეთიდან საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა

არხის ცნობით, გამგზავრების მომენტში ბუცაევი კვლავ იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მისი გადადგომა ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, 22 აპრილს დაამტკიცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა.

წყაროების თანახმად, ბუცაევმა ქვეყანა ნაჩქარევად დატოვა: თავდაპირველად მინსკში გაემგზავრა, შემდეგ კი თბილისში ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში გაფრენა შეძლო. ამასთან, ის არ ფიგურირებს არც აშშ-ის, არც კანადის, არც ევროკავშირის და არც გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიებში.

Faridaily-ის შეფასებით, ეს შესაძლოა პირველი ცნობილი შემთხვევა იყოს, როდესაც ასეთი მაღალი რანგის მოქმედმა რუსმა ჩინოვნიკმა ქვეყანა დატოვა.

 რუსული Telegram-არხი ბუცაევის გაქცევას წარსულში, 2020-დან 2025 წლის მარტამდე, მის რუსეთის ეკოლოგიური ოპერატორის (РЭО) ხელმძღვანელად მუშაობას უკავშირებს. აპრილში ანონიმურ რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ორგანიზაციის ახალი ადმინისტრაციული დირექტორის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოცემა „Ведомости“-მაც, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ მსგავსი საქმეები კიდევ ორი მენეჯერის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, საქმის მასალებში ბუცაევის სახელიც ფიგურირებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics