12:55 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-28 10:23:42, 2908 ნახვა

სამართალი
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ახმეტის მუნიციპალიტეტში 31 წლის პირი დააკავეს. 

შსს-ს ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში,  ყოფილი მეუღლის -1996 წელს დაბადებულ ქ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად უთვალთვალებდა ქ.რ.-ს.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 151-ე პრიმა და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics