|
2026-03-20 14:32:53, 2578 ნახვა
პოლიტიკა
უოკერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყველას მიმართ, ვინც გლოვობს ილია II-ის გარდაცვალებას
გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი მარკ უოკერი X-ზე ილია მეორის გარდაცვალებას ეხმაურება. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას, პატრიარქის, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ რწმენის წაშლისა და თავისუფლების ჩახშობის მცდელობის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის თავისუფალი ღვთისმსახურების უნარის დამცველი იყო", - წერს ის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)