09:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 21:24:31, 12193 ნახვა

კომენტარი
ფიშერი - სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა

"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა" - გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ევროკომისიის მიერ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გამოეხმაურა.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა. დარღვევებს ყოველთვის მოჰყვება შედეგები. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩვეულებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეთ. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ და ევროკავშირში ყოველთვის გელით. თქვენ შეგიძლიათ ევროკავშირის წევრიც გახდეთ, ეს თქვენს მთავრობაზეა დამოკიდებული. ამჟამად კი თქვენ ევროკავშირს შორდებით" - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე. 

 

დღეიდან, 6 მარტიდან, ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics