14:30 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 20:43:43, 21689 ნახვა

კომენტარი
რობერტა მეცოლა - ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ

"ის, რაც EU-ში საქართველოს გზას შეაფერხებს, ევროპარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდება - აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა. 

"ეს არის გზავნილი, რომელიც გვიბიძგებს ჩვენ იმისკენ, რომ ზურგი არ შევაქციოთ. სწორედ ეს არის ის, რასაც გვთხოვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვმართეს და გვითხრეს: „გთხოვთ, ჩვენ გვსურს ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, თვალი არ აგვარიდოთ“. ასე რომ, ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება და ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ...

ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ხვალ და ზეგ ევროპულ საბჭოს ვესწრები და ეს არის გზავნილი, რომელიც თან მიმაქვს. ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ ავტონომიას, რომელიც ევროკავშირს სჭირდება ძლიერი კონტინენტისთვის, მათ შორის მის სამეზობლოში და იმ ქვეყნების გაწევრიანების კუთხით, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. მედიის თავისუფლებასა და დაცვასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი მტკიცეა"- აცხადებს რობერტა მეცოლა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics