22:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-16 13:56:49, 2788 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ს კომისია - ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა

გაერო-ს საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა.

კომისიის ხელმძღვანელის, ნავი პილაის განცხადებით, სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა უმაღლესი დონის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეკისრებათ. მისი თქმით, კომისიამ გენოციდის დასადასტურებლად 16 000-ზე მეტი მტკიცებულება შეაგროვა.

„ღაზაში გენოციდი მიმდინარეობს. უმაღლესი დონის ისრაელის ოფიციალური პირები უკვე თითქმის ორი წელია ახორციელებენ სასტიკ დანაშაულებს, კონკრეტული მოტივით – გაანადგურონ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები,“ – განაცხადა პილაიმ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს კომისიის დასკვნა უარყო და აღნიშნა, რომ დოკუმენტი „ჰამასის ტყუილებზეა დაფუძნებული“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics