01:25 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 23:40:05, 1797 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის მოკავშირე და ცნობილი ულტრაკონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკის ესროლეს

ტრამპის მოკავშირე და ცნობილი ულტრაკონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას შტატში, Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, სტუდენტებთან შეხვედრისას  ცეცხლსასროლი იარაღით კისრის არეში დაჭრეს. 

31 წლის კირკი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამერიკული მედიის ინფორმაციით იგი მძიმე მდგომარეობაშია.

კირკი აქტიურად  გამოდიოდა უკრაინისთვის სამხედრო  მხარდაჭერის შეწყვეტის მოთხოვნით და ამისთვის შესაბამის პიარკამპანიებსაც ატარებდა ამერიკის მასშტაბით.

ჩარლი კირკი 31 წლის კონსერვატორი აქტივისტია, ორი შვილის მამა, რომელიც თანადამფუძნებელია ორგანიზაცია Turning Point USA-ს – ცნობილი არაკომერციული გაერთიანებისა, რომელიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში კონსერვატიულ ახალგაზრდობას აერთიანებს.

ის დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია და მის გარემოცვასთან მჭიდრო კავშირები აქვს. კირკმა სიტყვითაც მიმართა 2024 წლის რესპუბლიკურ ყრილობაზე, ტრამპზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას, 2022 წლის თებერვალში, კირკმა ომს „სასაზღვრო დავა“ უწოდა და სოციალურ ქსელებში რუსული სახელმწიფო პროპაგანდის არაერთი ე.წ. მტკიცებულება გაავრცელა.

2022 წლის თებერვალში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაზე, მან განაცხადა, რომ "სამხრეთის საზღვარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის საზღვარი“. 

ახლახან კი კირკი ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას დაუპირისპირდა და ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში არჩევნების არქონის გამო გააკრიტიკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics