15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 14:43:29, 837 ნახვა

პოლიტიკა
ოცნება მუქარის რეჟიმში - ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდებიმოწოდებებს არ უნდა აყვნენ თორემ შემდეგ გვიანი იქნება

 ახალგაზრდები ანიტების და გაყიდული ადამიანების მოწოდებებს არ უნდა აჰყვნენ, საკუთარი თავი კანონის დარღვევის რეჟიმში არ უნდა დააყენონ, რადგან შემდეგ გვიანი იქნება. - ამის შესახებ ერთპატრიული პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო საინტერესო არაფერი ხდება, იძულებული ვართ, ერთი კაცის აბსურდის თეატრზე კომენტარები ვაკეთოთ. აბსურდია, რასაც ხაბეიშვილი აკეთებს. ახალგაზრდები ანიტების და გაყიდული ადამიანების მოწოდებებს არ უნდა აჰყვნენ. საკუთარი თავი კანონის დარღვევის რეჟიმში არ უნდა დააყენონ, რადგან შემდეგ გვიანი იქნება. სულ მგონია, რომ ხაბეიშვილ-ბურჭულაძის სქემა ყოფილ გუნდელებზე „შემოგდებული“ ხომ არ არის? იმდენად მოკლე აზროვნების ხალხია, იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ რევოლუცია „ქართული ოცნებიდან“ წასული პირების ინფორმაციაზე აქვთ აგებული. ამით ძირეულ ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულების თამაშს თამაშობენ. ამდენსაც ვერ ხვდებიან, იმდენად შეზღუდული აზროვნების არიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics