2025-07-07 17:50:14, 1031 ნახვა
პოლიტიკა
პერსონალური რეიტინგი - კახა კალაძე - 28% სალომე ზურაბიშვილი -27% ირაკლი კობახიძე - 26%
ISSA აღნიშნავს, რომ თბილისში ოპოზიციის მეტ-ნაკლებად მაღალი რეიტინგის მქონე წარმომადგენლების მიმართ კეთილგანწყობის ხარისხი იზრდება, რეგიონებში კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ კეთილგანწყობა იზრდება.
კახა კალაძე - 28%
სალომე ზურაბიშვილი -27%
ირაკლი კობახიძე - 26%
ნიკა მელია - 25%
ბიძინა ივანიშვილი - 25%
ნიკა გვარამია - 24%
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა პირადი ინტერვიუების გამოყენებით. გამოკითხული იქნა 2000 ზრდასრული რესპონდენტი. ისინი შეირჩა ალბათური მეთოდის, კერძოდ, კლასტერული მეთოდის გამოყენებით, წინასწარი სტრატიფიკაციით.
შერჩევის შეცდომა: ±2.2% მთელი ნიმუშისთვის, 95%-იანი სანდოობის დონით
რეაგირების მაჩვენებელი: 71%
საველე სამუშაოები 2025 წლის 17 ივნისიდან 29 ივნისამდე მიმდინარეობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,